მე ძლიერ მიყვარს შენი სიცოცხლე და ვარ შენს ღიმილს შეყვარებული. მეგონა ისევ ავცურდი ცისკენ, შენს მზეს ვიყავი მონატრებული. მე არ მინახავს უსხივო ზეცა, კვალზე მომყვება ბილიკი წვიმის. რა სიმშვიდეა! მე ამ სიცოცხლეს ვით ვარდის კონას უსიტყვოდ ვყიდი. ვჩურჩულებ, დარდი სულგანაბულა, ასე უსიტყვოდ დავნებდი თვალებს. დუმს სხვა საუნჯე შენი სისრულით და ყველა სვეტზე შენს სახეს ვანთებ! ისე გავიდა დრო უსასრულო, დამრჩა სიცოცხლე, როგორც სავანე. ფერთა მორევა და კრთომა მშვიდი შენი ალერსი და სითამამე. |