siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-12-27 - 2:11 PM    
ქეთ!
ისევ დეპრესია?!
ეგ წყეული!...
მოდი, თავიდან ამოშალე!
განა სიხარული ადვილია?!
ერთხელ ბოლომდე გადმოღვარე
ცრემლები-
ფუტკრის ნაკბენები
დაგსუსხავს, მაგრამ მოგესვება,
ზოგჯერ ტკივილიც სალბუნია,
ჰოდა, თუ ასეა, მიაშავე,
ცრემლები
გველის ნაკბენივით
დაგგესლავს, მაგრამ გათავდება,
გგონია, ყოველთვის ადვილია
ბედნიერება ან აღმაფრენა?!
ხომ იცი, ცხოვრება ასე არის,
კინოფირივით ატრიალებს
ვიღაცის დრამას ან ვოდევილებს
ისევ აისიდან აისამდე,
გადააგორებს, დამიჯერე,
"მანდრაგორებსაც" მთვარესავით,
ესეც ჩაივლის...ჩაუვლია,
როგორც უამრავ სხვა ახირებას...
ჩერდება ბოლო ვაგონებიც,
იბნევა, ილევა ოცნებებიც,
ხან უფერულდება, ხან ძველდება
ნატვრის ხეს დაკიდებულ ძონძებივით...
ხედავ, ეგოისტი დედამიწა
მხოლოდ უვიცებს აღიარებს,
ერთხელაც, ვიცი, უეჭველად,
გამიხსნის პირშეკრულ ნაიარევს,
ჩემი დეპრესიაც დაბრუნდება
შინიდან გაგდებულ კატასავით
ზლაზვნით შემომაწყობს ტანზე თათებს
და ჩემ კალთაში ატირდება...
ქეთ!
იცი, როგორ დავიღალე?!
აქამდე რატომ არ გითხარი?!
თუ გტკივა, ეს უკვე მუდმივია
და აღარაფერი ეშველება...
როცა ჟღალთმიანი მცხუნვარე მზე
ვნების ჩასაცხრობად ზღვაში ჩადის,
ღობეს მოადგება ნახირივით
სევდა ისე შემომბღავის:
შემომიშვიო!
გესმის?!
შემომიშვიო!

დავიღალე!
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<