siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-12-27 - 2:06 PM    
ჩემს სულს დაეხსენ, უცხო ხარ ჩემთვის,
აწ გამკიცხავ თუ ბოდიშს მომიხდი,
აღარ მანაღვლებს და ეს თუ მეთქმის -
რომ შენს წინაშე ქედს არ მოვიხრი!

თავისუფლების მადლს რომ ვეწიე
და რომ არ ვმონებ სატანურ ძალებს,
შენც ხომ იცი და რად შემწირე,
მაგ ცოდვით სავსე ღიმილს და თვალებს?!

მწამდა, განგებამ მიტომ შეგვყარა,
ხსნად და შველად რომ მომხმარებოდი.
მე შევიძულე მთელი ქვეყანა
შენ უფრო მეტად რომ მყვარებოდი!

იმ დღეთა სვლა და იმ წამთა ქროლა,
შენს ფერხთით ფუჭად რაიც ეთრია,
ვინ რას გაიგებს იყო რა ბრძოლა,
შთაგონებისთვის რომ წამერთმია?!

ჩემი გონების ღვთიურ განსაცდელს
შენ რას შეიცნობ შენ რას გაიგებ,
შენზე ფიქრი თუ გზას არ ამაცდენს
მწამს უკვდავებას ფეხქვეშ დავიგებ!

 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<