ისე მარტივია ახლა სიმარტოვე... ფიქრებს ვინ დაეძებს, სევდა დავაბერე... წლები საუკუნეს ისე მივათხოვე... და გზა, მაყარივით შენთვის ავამღერე...
და ჩემს გასიებულ გულში, ტკივილები... უშნო ანგელოზებს მოაქვთ, მაგიჟებენ... მე რომ არ მინდოდეს, არ ვიტკივილებდი... არც გზას უშენობით ამინაბიჯებდნენ...
მე ვარ მოვარდნილი წვიმა უდაბნოში... ქვიშას ჩახლართული ქარის ნაბიჯები... მირაჟს მიჩვეული, ფიქრი იკაროსის... ფრთებით დალეწილი, მთებზე ნაგიჟები...
ისე ნამდვილია ეს ცა. მოფერადო... ეს მზე, მოწითალო... შენი ნაფერები... ვერ ვძლებ ქარივით, რომ შენ არ მოგეპარო... მაინც დაგიჭერ და მაინც ავმღერდები...
ეს გზაც მომტირალი, შენით ავამღერე... წლები საუკუნეს მზითვად გავატანე... ფიქრებს რას დავეძებ, სევდა დავაბერე... და დროც ხელებსშუა გავათავე.... |