siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-12-27 - 3:10 PM    
არც რა არ მითხრა, დავიძრები
ისევ მთებისკენ,
ვიდრე ყინული გაზაფხულზე
დატოვებს ალაგს,
შენს მონატრებას მილიონჯერ
ლექსად ვესიტყვე,
რა დამრჩენია, წამიხველ და რაი
მინდ ბარად...
მოვა მაისი, აუტრუსავს დალალს
საჯიხვეს,
თენებას, სხივი აიცრება ცვრიან
ბალახზე,
ვიდრე ჯანღებით ქვენამთიდან
სულმთლად დაბინდდეს,
შავი არაგვი იზმორება შიშველ
ჭალაზე.
როგორც ავდარი სალ კლდეს, ისე
ჩამოვბან ამ გულს,
შენს სახელს, ფიქრად მოგონებებს
გავუთხრი საფლავს,
არც რა არ მინდა, ნურც შენ იტყვი
წარსულზე აუგს,
ნისლებს გავატან ჩვენი ტრფობის
სევდისფერ ამბავს.
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<