მე ცისარტყელის პალიტრა მათრობს და შემოდგომის ფოთოლთ სიბერე, ზამთარო, ამდენი ტკივილის მერე გული მე რატომ გადამიღერე?
წვიმის სიმღერა გულში ვიმღერე ცას მივაწვდინე დღეს სულის ჰაგი, ზამთარო, ჩემთან რატომ მოხვედი, და დამითოვე ფიქრებად დარდი?
სხივი ამაყ ზღვას გულზე დააკვდა, ვერ უფასებდა თურმე სიყვარულს, ზამთარო , გჩუქნი რაც გამაჩნია ბავშვურ ოცნებებს, მზეს და სიხარულს..
მე ძლიერ მიყვარს ფლამენკოს ხილვა მზე რომ უცეკვებს ზღვის ღმერთს საღამოს , ზამთარო, დღესაც თუ მოხვალ ჩუმად მომხვიე ხელი მინდა გაგათბო..
ფიქრებს ვხატავდი ნაზ ზმანებაში იღებებოდა ფიქრი ფერებად, ზამთარო ნუთუ უყვარხარ ვინმეს , იქნებ ჩემსავით სხვაც გეფერება? . . . |