მე მინდა ვიყო მზე რომ ვხედავდე ყველას მე მინდა სიძულვილს სახელი ერქვას მაინტერესებს ღმერთი ის ხომ ჩვენ გვხედავს ჩვენს ცხოვრებაში ჩახედვას ბედავს თქვენც გიყვარდათ ან გეყვარებათ მეც შემიყვარდა მერე რა მოხდა? სიძულვილმა არ მომცა ნბა მაგრამ ის გრძნობა გუშინწინ მოკვდა. არის საჭირო იყო ვარსკვლავი რომ შეგიყვარდეს და არ ინანო ვინც შეგიყვარა თავი მოჰკვეთეს ვეღარ გიშველის უკვე დინამო როცა მოკვდები მაშინ გაიგებ რას ვლაპარაკობ რა მინდა გითხრა არ ვიცი მგონი ეს უკვე ითქვა მაგრამ გამგები უკვე ბევრს მიხვდა ნიჭი არ არის ლექსების წერა ლექსების წერა სიყვარულია თუ არ გიყვარდა არ გეყვარება მაშინ ცხოვრება ძლიერ რთულია... |