siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-12-26 - 10:34 PM    
საათის ისრებს მიჰყვება ღამე,
ნელა თენდება-იძინებს მთვარე,
მე ჩუმად ვუსმენ წარმავალ წამებს
და წარსულს ვატან მიმავალ ღამეს..
ფიქრი შეჩერდა-საათიც დუმდა,
თითქოს რაღაცის გაგება მსურდა,
ვინ იცის იქნებ არც თენდებოდა,
ეს დრო,ეს წამი არ ჩერდებოდა…
იქნებ ბოლოჯერ ვუყურებ მთვარეს,
და ვეღარასდროს შევხვდები ღამეს,
ან იქნებ გული სულ სხვას ფიქრობდა,
დრო არ იცდიდა,სადღაც მიჰქროდა,
შიშმა შემიბყრო,გული ათრთოლდა,
უკანასკნელ წამს სულ შენ გნატრობდა..
შენ არ გამოჩნდი (მემალებოდი)
მეკი უზომოდ მენატრებოდი,
ჩუმად მიმზერდი,ნაბიჯს არ დგამდი,
რაღაც საოცარ არსებას ჰგავდი..
მოახლოების სურვილი მკლავდა,
ირგვლივ ბუნება სამოთხეს ჰგავდა,
მინდოდა წამით ჩაგხუტებოდა,
მაგრამ ვიცოდი -გაბრუნდებოდი…
ჯიუტად იდექ,მეკი გნატრობდი,
შენსკენ მოვდივარ-მომიახლოვდი..
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<