ტკივილიანო სიყვარულო ჭაღარა თმებით,
კარგა ხანია, რაც ერთმანეთს ფარულად ვხვდებით,
უცხო თვალისგან საიმედოდ გვიფარავს ფარდა,
სწორედ ამიტომ არავინ იცის მე და შენს გარდა,
თუ რა ტკბილია და რა მწარე ყველა შეხვედრა,
ჩემთვის რამხელა სიმდიდრეა შენი შეხედვა,
როცა შენთან ვარ ,მაშინა ვარ მხოლოდ ძლიერი,
ხმამაღლა ვერა, მაგრამ ჩუმად ვართ ბედნიერი,
მალულ სიყვარულს სხვა ძალა აქვს სხვაგვარი ეშხი,
რამდენი ხანი ვიცხოვრეთ და ეს შეგვრჩა ხელში,
რა ოცნებებით შევცქერით ცას რა გარინდებით,
თუმცა კი ვიცი რომ ვერასდროს ვერ გავფრინდებით,
და მაინც ჩემო, არ ვნანობ რომ ასე მოხდა,
ჰო ,წუხელ მართლა ,რა საოცრად რა თეთრად თოვდააა..