სუსტი არისო როცა ამბობენ ქალზე!
უცნაურია რად არ იცინის ღმერთი.
ათასი კაცის ღონეს დასჯაბნის ზოგჯერ იმ ერთი ქალის სუსტი ღიმილი ერთი.
რა მოხდა თუკი დაღლილი ფიქრით წვიმის ცხელ ორ წვეთს ჩამოვაყოლებთ ტკივილს
ვითომ და ძლიერი მამაკაცებიც ხშირად ნატრობენ მაგრამ ვერ ახერხებენ ტირილს!
ქალი, ქალი მზისაგან და სათნოებისაგან გაუჩენია უფალს,
ქალს სხვანაირად ენატრება და უყვარს.
ვერ შეედრება ქვეყნად ვერცერთი ძალა ქალსში გაჩენილ ახალ უმანკო სუნთქვას
არ არის უფრო დიდი გმირობა ქვეყნად, დედობა ! დედობა ჯილდოდ უბოძებია უფალს.
ბედნიერი ვარ რომ გავჩნდი ქალად
მე თანახმა ვარ მიწოდეთ სუსტი
მადლობელი ვარ რო გავჩნდი ქალად და დედად ქცევის სასწაულს ვუცდი.... |