შენ თუ გახსოვს იმ დღეს
რომ, დამტოვე მარტო,
მე დავწერე ლექსი,
და თუ იცი რატომ?!
შენ თუ გახსოვს ჩემი,
ის უმწეო სიტყვა,
კვლავ ნებივრობს შენში?!
ჩემი ლექსის რითმა ...
შენ თუ გახსოვს ის დრო,
ძველის ძველი, დილა ,
გაღვიძება შენი,
მე, იმ დილით მინდა...
შენ თუ გახსოვს ღამე,
ჩემი სიტყვა წმინდა,
მომღიმარი მთვარე, ჩვენ, ორს შორის იდგა ...
შენ თუ გახსოვს ფერი,
ამოსული მზისა,
მე, გიწერდი წერილს ,
არ ვტოვებდი სიტყვას... შენ თუ გახსოვს ჩვენი,
გასავლელი ის გზა,
და იმ ღამის ეშხი, რომანტიკას ქმნიდა.
შენ თუ გახსოვს ჩემი,
ლექსიკონტა ნუსხა, სიყვარულზე ვწერდი,
შენ იყავი მუზა...
შენ თუ გახსოვს იმ დღეს, რომ დამტოვე მარტო, მე ,დავწერე ლექსი, და ეს ლექსი მათბობს... |