სიძულვილმა სათნოება წალეკა, მართალს შერცხვა აღიაროს სიმართლე. მლიქვნელობა კი ტყუილით გამეფდა მოგვაშუქა ფარისევლის სინათლე. ხელს არ ვუშლით, მლიქვნელობით მოგვხიბლა თითქოს ჩვენი დამცირებაც ვუმადლოთ… ის სიმართლის ნაპერწკალიც მოგვიკლა , ჩვენ ტყუილით ტყუილს ვნიღბავთ უფალო დავივიწყეთ ყველა, შენი სიტყვებიც, ვისაც ახსოვს, ისიც განზრახ ივიწყებს. ბოროტების შავ ბუნაგად ვიქეცით, სატირალზე შემზარავად ვიცინეთ, არც სინანულს აღარ ვაძლევთ გასაქანს სხვ მშივრენში ჩვენი მუცლით ვამაყობთ, სიცრუეში ვეძებთ ისევ სამალავს სიცრუეში, სიმართლისგან სადღაც შორს…. თუ აქედან ხსნის გზას ხედავ უფალო გთხოვ დაიხსნა კიდევ ერთხელ შვილები, კიდევ ერთხელ იმათ მაინც უშველო, ვისაც შერჩა დღემდე შენი იმედი |