ტკივილიანო სიყვარულო ჭაღარა თმებით, კარგა ხანია რაც ერთმანეთს ფარულად ვხვდებით, უცხო თვალისგან საიმედოდ გვიფარავს ფარდა, სწორედ ამიტომ არავინ იცის მე და შენს გარდა, თუ რა ტკბილია და რა მწარე ყველა შეხვედრა, ჩემთვის რამხელა სიმდიდრეა შენი შეხედვა, როცა შენთან ვარ მაშნა ვარ მხოლოდ ძლიერი, ხმამაღლა ვერა მაგრამ ჩუმად ვართ ბედნიერნი, მალულ სიყვარულს სხვა ძალა აქვს,სხვაგვარი ეშხი, ამდენი ხანი ვიცხოვრეთ და ეს შეგვრჩა ხელში, რა ოცნებებით შევცქერით ცას,რა გარინდებით, თუმცა კი ვიცით რომ ვერასდროს ვერ გავფრინდებით, და მაინც ჩემო,არ ვნანობ რო ასე მოხდა. ჰოო წუხელ მართლა,რა საოცრად,რა თეთრად თოვდა |