მენატრები, სიგიჟემდე მენატრები.
სად გეძებო?! ანდა როგორ დაგიძახო?
ეშმაკები ხარხარებენ სასთუმალზე,
თვალებს ვხუჭავ, იქნებ სიზმრად მაინც გნახო.
თვალებს ვხუჭავ ცისფერ ნისლში მელანდები,
სიხარულით გული თითქოს შეშლილია,
ცხოვრებაში დავშორდით და სიზმრად მაინც...
სიზმრად მაინც არ დაგკარგო მეშინია !!!
იღიმები თვალებს გიშრობ გიჟურ კოცნით,
ვერ მივმხვდარვარ ცხადია თუ სიზმარია,
ცხოვრებაში დავშორდით და სიზმრად მაინც,
სიზმარად მაინც არ დაგკარგო მეშინია....