და ალუბლებში აპრილი ტირის...
ვიცი,მაგ ცრემლსაც მე დამაბრალებ,
რომ ის ღიმილიც ჩემი ბრალია,
რომ შენი გულიც ეწადა ალერს
და ოცნებები დარდმა დალია...
რომ ბეწვის ხიდთან დაგტოვე მარტო
ბედს რომ ერთხელაც არ შეედავე;
შენ რომ ვარდების სურნელი გათრობს
და ვარდებს სხვებიც შემოგბედავენ...
და რაკი სევდა ვერც შენ წაშალე,
რა კი ძნელია თვალების დახრა,
ვიცი არც შენ ხარ მთლად დამნაშავე,
ვიცი აპრილიც წრფელია ახლა..