siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-12-26 - 9:46 AM    
უსიყვარულო დღეების გავლით
ლამაზ ნაპირთან ვერ მივა ქალი.
ქალს როცა უყვარს და როცა ელის,
მისია მაშინ ქვეყანა ვრცელი...
და, განსაცდელის ჟამმა თუ დაჰკრა,
მოკვდება შენსკენ გამოწვდილ ხელით.
უსიყვარულოდ ცოდვაა ქალი,
ვით ეკლესია გარეშე ზარის...
ქალს როცა უყვარს, სივრციდან მისთვის
მზის და ჰაერის გალობა ისმის
და უკვდავების წყალსაც მოიტანს
შენთვის და შენი ათასი ძმისთვის.
ქალია გზების ბედნიერება,
ქალია სითბო დღეის და ხვალის,
ქალს როცა უყვარს, ამქვეყნად ყველა
დღესასწაულზე მეტია ქალი...
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<