siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-12-26 - 9:52 AM    
ვიღაცას სცივა, ვიღაცა ნატრობს,
ვიღაცას სტკივა, სხვას ვიღაც ათბობს,
ვიღაცა სტირის, ვიღაცა დარდობს,
ვიღაცა ჭკნება, ვიღაცა ვარდობს.

ვიღაცა ხედავს, სიტყვას ვერ ბედავს,
ვიღაცას უყვარს, ვიღაცა ჭედავს,
ვიღაცა ფიქრობს, გულის კარს კეტავს,
ვეღარცა მისმენს, ვეღარცა მხედავს.


და ეს ვიღაცა ვიღაცას ჰპოვებს,
მე ამ ვიღაცას ვიღაცით ვტოვებ,
ვიღაცა განმსჯის სიყვარულისთვის,
ვიღაცის თვალებს თუ მივატოვებ.

ვიღაცა ახლა ამ სიტყვებს ისმენს,
ვიღაცის გრძნობა მოუკლავს ნისლებს,
ვიღაცა ზის და მწარე ცრემლს ითმენს,
ვიღაცა სხვისთვის შეთხზავენ მითებს.

ვიღაც მელის და ვიღაცას ველი,
ჩემთვის ის ვიღაც არს გულის მწველი,
შენთვის ვიღაცის გრძნობაა ძნელი,
მე ის ვიღაცა ვარ შენი მცველი.
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<