ჩამახედა შენს ფიქრიან თვალებში,
გამასინჯა შენიბაგის გემო.
მინდა ვიგრძნო მწველი ცეცხლი ალერსის,
ტკივილო და სიხარულო ჩემო.
ამიშალა საღერღელი გონებამ,
შენზე ფიქრით გავიქარვებ წუხილს.
გრძნობას გული ისევ დაემონება_
ვერ დავმალავ გასაოცარ სურვილს:
ჩავიძირო შენს უძირო თვალებში,
ვგრძნობდე შენი ბაგეების გემოს,
მინდა მწვავდეს მხურვალება ალერსის,
ტკივილო და სიხარულო ჩემო. |