მე თუ ვერასდროს ვერ მოვედი, ძვირფასო, შენთან და თუ ვერასდროს ვერ გითხარი ჩემი სათქმელი, თუკი ვერასდროს გაგაგონე ამ გულის ფეთქვა, თუ ნაადრევად მიმითვისებს ცივი ნამქერი, დამპირდი ჩემო, დამპირდი, რომ მატარებ ფიქრად, რომ მოგონებად გადამაქცევ, რომ ცრემლად დამღვრი, რომ ხან ჩუმ სევდად გამომსახავ, ხან კი ღიმილად, რომ შემიფარებს შენი სული სიშორით დაღლილს, რომ შენს თვალებში ჩამასახლებ შეუცნობ დარდად, რომ შემინახავ საიდუმლოდ სულ მუდამ, კარგო, და მე არ მინდა სხვა იმედი იმ ერთის გარდა, რომ შენ არასდროს, რომ არასდროს დამტოვებ მარტო.. |