|
ყველაფერი მარტივია, წესებიც
და უწესობაც, ნეტავ ფიქრნი
სად მიდიან, როცა გული მიწევს
თხრობად, დღის სინათლეს მე,
სიბნელე, განვუკურნე ნელა,
დინჯად, ცის სიმაღლის ხედ
ვიბნევი, საუკუნეების მიჯნაც
დღეღამეში მოვიარე, ზმნების
სულით გავსამდები, ზნე სამეფო
როიალი, სემირამიდეს ბაღებით
სიმდიდრეებს მიყვავებენ,
საყვავილედ, სართულ-სართულ,
ტრაგედია მიჰყვა თებეს, რა ბედი
აქვს წმინდა ქართულ, სიმღერათა
მთელს ჩემს მოდგმას, დედამიწის
ბრუნვას მოჰგავს, საიდუმლოს
დოგმა მოჰყვა, ორმა ზეცამ, ორ
გზას, ორ მთას, დაუდგინა
საზღვარი და ნეკნით მისცა
გასაყარი, თან ძველი დრო, თან
ახალი, ნეკერჩხალი, ღაწვზე
ხალით, შემოდგომებს ორიათასს
ორიათასერთი წელით, დავამჩნიე
ჩემი კალთა, მოყვითალო,
ფრთაწითელი და მომწვანო მომწონს
ჩრდილი, აღმიტაცებს სილურჯეთი,
დილის შუქებს ისევ დილით
ხელისგულზე დავიჯენდი,
სისხლძარღვები, არტერია,
ორჯერ ორი, ოცდაორი,
ყველაფერი მარტივია, კოცონს
სითბოდ კოცნას ვთხოვდი,
ჰარე რამა გადავთვალე,
ჰარე კრიშნა, ჰარე, ჰარე,
მშობლებად მყავს მზე და მთვარე
ჰარი ჰარალეთი ვმალე
ვარსკვლავები, გზად გაჩვენებ,
აი იას სიმეტრიად, გინდ უცხოებს
გინდაც ჩვენებს, როგორც
ორკესტრს სიმებიანს, მე
ნოტებად გადავეწყე, ზვავს და
მეწყერს, გზად რომ შემხვდნენ,
გზებიც ზოგჯერ გავდნენ წრეებს,
ჩემი ხვედრიც გავდა შენს ხვედრს,
მე სისხლში მაქვს, კვალი ზეცის
სამყაროთა ენებს იკრავს,
უსასრულო ნიშნით ზედ ზის
გალაქტიკის გენეტიკაც. |