siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-11-23 - 1:48 PM    
კლავიატურა თითებს მიერითმა,
ღვთისნიერი თმა მოგავს მდინარეს,
კვლავ მიატოვა მიღმიერიდან
წამოსულმა ხმამ ბგერა, მდუმარედ
მოვიახლოვე მე სააქაოდ
ბგერა ხმოვანიც და ჰარმონია
აქვე მქონია და აღარ ვჩქარობ,
ყველა პასუხიც აქვე მქონია,

კი. მაგრამ არა! მე მეჩქარება,
ჰო მეჩქარება, მოვასწრო მინდა,
მე წამითა ვარ ქვეყნად მოსული
და ის წამი კი გამყვება დიდხანს,
კლავიატურა, ნიშანნი, რიცხვნი,
კათედრალური ტაძარის ასლი,
მირითმავს ლოცვებს და ბგერებს
ვითვლი და ხმებიც მესმის
წამების გასვლის

და რაც დრო გადის ვის ვემსგავსები,
ვის იერს ვიღებ დღემ ცაც დარითმა,
მყისიერ კრთომას მთელი არსებით
მოყვება თოვაც ვაშლის ყვავილთა,
მოყვება კიდევ რაღაც უთქმელი
და მდუმარებაც ბგერებს დაიქნის,
მე ვეღვინები მტევანს ყურძენის
და ლეღვის რძეთიც დალევის ფიქრით

საწამლავივით თავს რას ვარიდებ,
რას გავურბივარ - ყვავებს, არწივებს,
ჩვენს საფლავებზეც ვარდებს და იებს
სანამ წყალი თვით სურნელს აწვიმებს,
ვიმოგზაურებთ მიღმიერიდან,
ნისლში ნისლის ხმაც ისმის, ვისმინე,
ლოცვას ლოცვანი კვლავ მიერითმა
ღვთისნიერია ახლა ის, ვინც მე

სულს მინუგეშებს, მემარტოება
და ზღაპრებივით მიყვება ამბებს,
მსურს გადაიქცნენ ოქროს რტოებად,
გულის ფეთქვასაც მოვითვლი რამდენს,
ლერწამისაგან ვაზი ორსული
ნაყოფს იმწიფებს, მე მიწამ მითხრა,
მე წამითა ვარ ქვეყნად მოსული
და ეს წამი კი, გამყვება დიდხანს.
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<