მამაო ჩვენო, რომელი ხარ შენ ცათა შინა, უფალო ჩემო შემიწყალე მე მონა ღვთისა. ერთი თხოვნა მაქვს უცოდველო ცოდვილთა შორის მარად მყოფელო უწმინდესო წმინდათა წმინდა ძეო ღვთისაო მომიტევე სხვა არა მინდა. ცოდვით დაცემულ ანგელოზო ჩემგან რა გინდა? სულო ბოროტო გამეცალე – ჩემს ღმერტს რომ გავყვე სულო უკვდავო შენ შემქმენი მე ხატად თვისად, სამებავ ერთო ვერ მიცანი?– შვილი ვარ შენი ყოვლის შემძლებელს დამნაშავეთ რომ გევლინები. მოწყალევ დიდო ღვთის წყალობა არ დაინანო მადლით დამლოცე ჯოჯობეთში არ გამაცილო. ჯვარს როცა გაცვეს და ოცდაათ ვერცხლში გაგცვალეს არ დაგვივიწყე შენი კალთა კვლავ დაგვაფარე. მაშინაც როცა ჯვარზე გაკრულს ჩვენ გიყურებდით უსუსურები ვერაფერს რომ ვერ ვაკეთებდით, გტკიოდა ჩვენთვის, ცრემლს ღვრიდი ჩვენთვის გვეობნებოდი ვილოცებ თქვენთვის . განუყოფელო ერთარსებავ მამაო ჩვენო ასგზის ცოდვილმა შენს სიყვარულს რით ვუპასუხო, მოვალ შენს სახლთან ეკლესიის კართან დავდგები შიგნით შემოსულს კიდევ ერთხელ ვილოცებ შენთვის |