|
შენს ლალ_ბაგეებს უწოდეს სული – ეს მართალია? შენს წვრილ ხაზ-წარბებს უწოდეს ბმული – ეს მართალია? როცა შევიცან, ბაგენი შენნი მეტკბილა ფრიად, ვისაც ვანდე, თქვა; ჭორია სრული – ეს მართალია? შენ ბაგეთ სიტკბო, მე დავინახე მეწამულ ფერად, მითხეს არისო სისხლისგან სხმული – ეს მართალია? გული ვიხილე მაგ შენს ნიკაპის პაწია ღრმულში, თქვეს; იოსებ არს დილეგში ფლული – ეს მართალია? წელი გამიხდა ღერის ოდენა მაგ შენი ზილფის, მითხრეს; ეს სიტყვა მრავლად არს თქმული – ეს მართალია? ლალის ზანდუკში მე დავინახე მარგალიტთ წყობა, თქვეს; არის ბაგე კბილებით მკული –ეს მართალია? ვზრახდი; შენს ირგვლივ ვერ გაიკვალავს გზასაც ნიავი, ტრფობას უპყრია, თქვეს, შენი გული _ ეს მართალია? როს ცოცხლდებოდა ბაგენი შენნი ჩემს გულის მშველად, თქვეს; მაშინ გაჩნდა ტრფობანი ტრული – ეს მართალია? და გემონება ტანად ალვას თვით სამოთხის ხენი, გიქეს მშვენება უსაზღვროდ ვრცელი – ეს მართალია? შეგწირეთ თავი, გული და გონი ვბოძეთ შენს ბაგეთ, თუმცა ეს ყველა, ყოფილა გმული – ეს მართალია? თვალის ჯადოთი შეჰყარე სნება ამ გულს სასტიკი, შენს წელს მირჩევენ სალბუნად წყლულის – ეს მართალია? გრაცხდი მწვალებლად; მიტომ ფარავს-თქო თვის სახეს აგრე, თუმც პირმთვარეს გიწოდეს რჯული – ეს მართალია? მხოლოდ ის ვიცი, ბნელზე_ბნელა თმა_კავი მისი, გრაცხეს მარტივად, სათქმელად რთული – ეს მართალია? წყლით სავსე ღრუბლად გადაქცეული იხილეს თვალი, გიქეს ღაწვები შლილ ვარდად ხმული – ეს მართალია? ახალ ყვავილზეც ტურფად გსახავ შენ, ტანად უტურფესს, გრდემლივით მძიმედ გისახეს გული – ეს მართალია? |