უშნომ ქვეყანა დააქცია და მაინც ეხურა ნამუსის ქუდი, ლამაზ ქალს ფიქრიც არ დასცალდა და... უცებ შეარქვეს სახელი ცუდი. ქალი კი არა მზე პირს იბანს და ღრუბელს უჩნდება ეჭვის იარა, ლამაზის თვალში ბეწვიც ნახეს და უშნოს თვალებში დირეც კი არა. ლამაზის ბედი დასაგმობია, ჰოი რამდენი ჰყოლია მტერი, ლამაზი ქალი სხვისი ჰგონიათ, და დგას ჭორების კორიანტელი. მას ხარბად თვალთა ორომტრიალით, მიაცილებენ მამაკაცები, განზრახვა მათი ვერაგი არის ხომ უნდა სცადონ მაინც საცდელი. მე მაინც მინდა ვიყო ლამაზი, დაე, ჭორებმა სული დაფლითონ, შენ ერთს მოგიძღვნა ფიქრი ათასი ათიათას კი გული დავსწყვიტო |