siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-11-23 - 1:52 PM    
გაივსო გული, ადგილები შეზღუდულია,
ვერა ბატონო, რა აზრი აქვს შეგიშვა ახლა.
ყოველი ძარღვი უსასყიდლოდ გაყიდულია,
გადაიტვირთა და დაეტყო სიცივით დაღლა.
არითმიულად დატრიალდა ეკრანზე ფირი,
მოჩანს გულიდან მაყურებლის თვალები ფართო,
განვლილმა წლებმა გააცოცხლა ყოველი გმირი,
შენდობის მთხოვნელს, ახლა უნდა დარჩენა მარტო.
დატოვეთ იგი, სიმსუბუქე სჭირდება ძარღვებს,
გაცემული აქვს ყველა სითბო და სისხლის წვეთი.
უსიყვარულოდ რას გაუძლებს დარჩენილ დარდებს,
დატოვეთ იგი, მასში უნდა დასახლდეს ღმერთი.
დატოვეთ გული, მას არ ძალუძს გაგიძლოთ ყველას,
არავის გესმით? სად წაგიღოთ ასე ფიქრებმა,
წადით, გაშორდით ასე შეძლებთ ახლა მის შველას,
დატოვეთ გული გაგრძელება აღარ იქნება.
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<