თუ ჩემი ძმა ხარ, ერთიც მიმღერე და დავუჩოქებ მიწას მუხლებით. – მაშ გამარჯვება, ტკბილო სიცოცხლევ, დავრჩებით ერთად ჩვენ განუყრელი.
ვინ მისცა ფერი მუხრანის ღვინოს, ვინ მისცა ფერი არაგვის ველებს, სანამდე უნდა, რომ მზედ ედინოს გავარვარებულ ოქროს თაველებს!
სხვა რომ მოკვდება, მისთვის რა არი: წავა, გაქრება, როგორც სიზმარი, მე კი რა ვუყო ამ გოლიათ მთებს, რომ ქონდრის კაცსაც დევად აგანთებს.
|