siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2025-01-13 - 4:59 AM    
ღამემ უღამობა დამაწყევლა,
ძილში უძილობა დამესიზმრა,
ფიქრებმა ეკლები დამიშინეს
ქარში გამომაგდეს მაისიდან.

მინდა უგზოუკვლოდ სიარული,
დარდით ხომ არასდროს გაწუხებდი.....
ისევ გამოვფატრე სიყვარული,
ტანში დაგიფლითე მარწუხებით.

ვიდრე ტკივილებსაც გავფლანგავდე,
მრუმე უმზეობა ჰაერია,
უკვე დავითვალე სამასამდე,
უკვე სათვალავიც ამერია.

ჩემი სათვალთვალო კოშკებიდან
ხედი კოშმარებზე ისევ არი,
მტვრიან მოგონებებს დაერია
სპლინი _ დაჯღანული მეგობარი.

ფინთად იღრიჭება ღრიჭოებში
დრო უმეცარი და უდიერი,
შარში გახვეული ბიჭებისთვის
სხვა სიმარტივეა უსიერი

სერზე მოდიოდა სამი მგელი:
შიში, სიმხდალე და სიუცხოვე,
შენ მაინც აქამდე გამიძელი,
შარვალიც მორჩილად მიუთოვე.

როცა ბაწარივით გამაბამენ,
ყოველღიურობა დამიბრალებს,
იქნებ გადარჩე და დამეკარგო,
იქნებ დამტოვო და დამემალო......

ხვალ ისევ კუთხეში ჩამოჯდები,
დამსჯი სიფრიფანა სიბეჩავით...
ვფიცავ გაპატიებ უღმერთობას,
მზერას თუ გამაცლი ნუგეშნარევს....

დაუსიზმრებელი ზმანებიდან
აისის ქირქილი შემომესმა,
ცეცხლით გაფილტრული ნახშირივით
ეს ღამეც თითებში შემომეფშვნა.
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<