ნუ დამპირდები, ნუ, ნურაფერს ნუ ადმპირდები, ჰგავს საჩხაკუნოს, აკვნებზე შებმულს, ვაშლის კვირტები. ეს გაზაფხულიც გაპუწული,თვალებქოჩორა, დღეს ჩემი სულის ასაწეწად მიწამ მოჭორა.
მიწამ მოჭორა თეთრი მტრედი ზეცის ნაღები, დღემოკლე ჩრდილიც, ეფარვიან რომელს გლახები, გულისა ცემით და შარაგზით გაბეზრებული, მეოცნებეი, მელექსენი,გიჟთა კრებული! ყველა, ვისაც კი ქარიანი ცეცლი ეკიდა! მე ვწყევლი, ვწყევლი ვინც სიყვარულს მიმცა შეგირდად, გესმის გრიალი? გული გასკდა განა კვირტები! ნუ დამპირდები, ნუ, გაზაფხულს ნუ დამპირდები! |