შენამდე ჩემი სიცოცხლე
სულაც არაფერს გავდა ....
ეხლა შენ ერთადერთი და
სულ ერთადერთი ხარ და......
რატომ არ მეტყვი რაიმეს
რა უნდა მითხრა ანდა
ჩამოშლილია ჩვენს შორის
ყოფიერების ფარდა
სურვილში იქით შენა ხარ
წყურვილში აქეთ ვარ და
აღარაფერი არ მახსოვა
რაც კი აქამდე მწამდა
თუ შამრჩინა საწუთრომ
ესეც არ ჩამამწარდა
შენამდე ჩემი სიცოცხლე
სულაც არაფერს გავდა |