მოდი კარგო,მითხარ რამე მოდი, უშენოდ ხომ ღამე ჩუმად კვდება შენთან ერთად გაზაფხული მოდის, შენს მკლავებზე სიყვარული რჩება...
მოდი კარგო ჩაგიხუტო მოდი, ჩემთვის ისევ ზღაპარი ხარ შენო... შენთან ერთად გაზაფხული მოდის, შენთან ერთად სიყვარულო ჩემო!!!
მიყვარხარო,მიყვარხარო ძალიან, ღამეს ათევს შენს ბაგეზე მარტი ტკივილით და სევდით სავსე ქალი ვარ, იმიტომაც შემიყვარდი...
ეს ცხოვრება უცნაური ფიქრიაო, ვიცი მოხვალ,ვიცი,მაგრამ როდის? უშენოდ ხომ სევდის ფერი ნისლიაო, შენთან ერთად გაზაფხული მოდის...
შენი კოცნა ო, რამდენჯერ მიცდიაო, ვიცი ბოლო მოეღება ლოდინს, ყველა ქალი ხომ მარტივით გიჯიაო, როცა მასთან სიყვარული,სიყვარული მოდის...
მიყვარხარო,მიყვარხარო ძალიან, ღამეს ათევს შენს ბაგეზე მარტი ტკივილით და სევდით სავსე ქალი ვარ, იმიტომაც შემიყვარდი... მოდი კარგო ჩაგიხუტო მოდი,მოდი კარგო ჩაგიხუტო მოდი... |