ჩვენი შემოდგომა no ordinary-რი, იხდის და შიშველი ქალივით ჩუმდება, ნერვების მოშლამდე სენტიმენტალური გავხდი და ბოლო დროს გულიც მიჩუყდება. ვხვდები,რომ შენამდე ძალიან შორია და ცისკენ ვუჩქარებ რატომღაც ნაბიჯებს, შენ,ძაან შეშლილს და მე-პარანოიას, ყველა ბანალური პროცესი გვაგიჟებს. სხვაგან ყველაფერი ხდება ჩვეულებრივ. შენ მე დამიფიცე, შენ ხომ მე დამპირდი მეყვარებიო და ახლა მეუბნები, რომ უნდა დამტოვო, უჩემოდ გაფრინდე... იქ,სადაც ყვითელ მზეს გაუჩნდა ლაქები, იქ,სადაც ღრუბელსაც ურევენ აკვარელს, იქ,სადაც იწყები და აღარ მთავრდები და ფრთები ამოსდით ქუჩებში მანქანებს... ასეთი შეგრძნება ჯერ არა მქონია, მე მიყვარს ეგ შენი ფერადი სამყარო; ძალიან ბავშვური გავხდი და მგონია ვიტირებ,თვალები ცოტაც რომ დავხარო. |