siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-12-12 - 2:02 AM    
მაშ არავითარი ბორკილი ამ სულზე,
სხეულიც ეჩვევა მსუბუქად სიარულს,
(ცრემლებით დაულბო წვიმებმა მზეს უბე)
და ჩემში არ შევწყვეტ სამყაროს ჟრიამულს.

სიმშვიდემ ამბოხით ატეხა განგაში,
ვუღობავ სხვა ფიქრებს დამშეულ კალაპოტს,
მთვარეს რომ ლოგინში ჩურჩულით ვაგზავნი,
თოლია დილამდე ტალღებზე თამაშობს...

რამდენჯერ დაღამდა ცხოვრების თვალებში,
მიწაზე ბეჭებით გამაკრა ოცნებამ,
რამდენიც ავდექი, იმდენი დავეცი,
ხანდახან მგონია, რთულია მორევა...

და მაინც ვინ თქვა რომ საზღვრები შორია,
ან ფრთებით გარღვევა კედლების არ ძალმიძს,
ჯონათან, ხანდახან ისიც კი მგონია,
ვინ იცის, საზღვრები საერთოდ არც არის...

ოცნებებს დავუყრი ცას ფეხის ტერფებთან,
მიწაზე ხეტიალს ამ ღამით ვასრულებთ
ჩვენს წასვლას უსივრცო გაფრენა ერქმევა
მაშ, არავითარი ბორკილი ამ სულზე!
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<