siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-12-04 - 12:13 PM    

შენთან ვარ განა შენი ვარ,
რადა მჩემულობ, ლომო,
მე შენთან რა დამრჩენი ვარ
ძაანაც მოინდომო.

მე სადაც მინდა, იქა ვარ
შენ იქნებ მკლავსაც მხვევდე,
მე კი, ლაღი და თავნება,
ცხრა მთის გადაღმა ვფრენდე.

მე ჩემი გამკვირვებია:
ალბათ, გიჟი ვარ, თორემ,
ჭკვათმყოფი ვინ გაექცევა
მაგ შენს უნაზეს ტორებს?!

სულ ჩემთვის გაგნათებია
შუბლი მკაცრი და ფართო,
ყოველთვის როდი მიყვარხარ
ხშირად მიყვარხარ მარტო.

ოღონდ, როდესაც მიყვარხარ,
რა სათქმელია ცხრა მთა
სხვა პლანეტიდან მოგივალ
უუსწრაფესად წამთა.

სულერთი არი მანძილი,
უდროოცა და დროცა
მაშინვე შენთან გავჩნდები,
მომესურვები როცა.

სუმთლად აბუჩად ავიგდებ
მოუცლელობას, მოცლას,
მოვალ და მოვისურვილებ
მაგ შენს გამშოლტველ კოცნას!

 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<