მე მეშინია შენი გულის უცხო ნაპირისდა მე მაშინებს დამალული დროში ქარაგმა, რომ დამამძიმებს ღრუბელივით, გამინაპირებს, ფუძეს ჩაშლის და... გამიტაცებს გრძნობის არაგვი- წლებს გამაყოლებს... მერე ალბათ სადღაც გამრიყავს, სველი კენჭებით ამომივსებს ჰაერს დარჩენილს, შენ კი მოდი და დეკემბერში გადაჭრილ ნამყენს სითბო მომხვიე, სიშიშვლისგან გადამარჩინე....
ცა ჩამუქდება, ვარსკვლავებით თავსაფარს მორთავს, თმას გადაუკრავს ქარებისგან გაწეწილ ტოტებს, წავიღებ შენგან ორი წამის სამყოფ სუნთქვას და ჩემი სიცოცხლის საბოლოო მზეს შეგატოვებ |