,ორშაბათს გოგონა გავიცანი, გოგონა ნახატი კალმისანი, მისი ღიმილი და დალალები სამშაბათს გამიხდა საფიცარი. ოთხშაბათს წერილი გავუგზავნე და თავს მოსაკლავად ვიმეტებდი, ჩემი გასაჭირი ავუხსენი ჩემი ეჭვები და იმედები, ხუთშაბათს პასუხი მომივიდა ვაიმე, ბედო უკეთური, დაბერებულხარო გნოლივითო, ცოლ-შვილს მიხედეო უბედურო, თეთრად გავათენე პარასკევი, ფიქრში გავატარე შაბათ-კვირე, თავმოჭრილი ვარო დავასკვენი ხოდა თავის მოკვლაც დავაპირე.. გათენდა მეორე ორშაბთი, ისევ შემეფეთა ის უღმერთო, ელვამ დამიარა კოჭებამდე დილა მშვიდობისას გისურვებო.. ახლა მე თავის მომკვლელი ვარ? უნდა სხანაირად ვძლიო სვე-ბედს, მე ვიცი რაცხა ოხერი ვარ, ლექსებს დავწერ და ვიოცნებებ, ღმერთია ჩემი მწყალობელი, მე კი იმ უღმერთოს მგალობელი.” |