რაა სიცოცხლე მთისა არწივის
თუკი ვერ ხმარობს თავის ამაყ ფრთებს!
ზღვისა ტალღები უიალქანო
ნავსა დაამტვრევს, გაატიალებს...
რა არი სული უსუყვარულოდ,
თუ არ უდაბნო, მუნჯი და ვრცელი.
სული სიმშვიდეს ვერ ეგუება,
სურს სიყვარულის დრტვინვა, ნაღველი...გაფიცებ, ცაო, დევის ნაფეხურს,
ვარსკვლავებისა ცეცხლის ნიაღვარს,
კვლავ დაუბრუნე სულს სიყვარული,
სიყვარულითვე ოდესღაც დამწვარს.
კვლავ დამიბრუნეთ მე წარსული დრო,
ჩემი სიგიჟე, ბავშვური ბოდვა.
სული სამოთხეს რომ შეჰხაროდა,
როს წმიდა იყო, წმიდა თვით ცოდვა! |