ძველი მებაღე ვერ მიდის სახლში, მოსძალებია ცრემლები თვალში, დამძიმებულა მის გულში დარდი, ხელში აკვდება უმწეო ვარდი.
დღეს მის ლამაზ ბაღს სენი შეჰყრია, ზოგი ძლივს დგას და ზოგიც ქვე ყრია! მზეც უკვე მთვარეს ეფარებოდა იჯდა და ლამაზს ეფერებოდა!
ჩუმი ფიქრებით სევდამ დაღალა, თითქოს ემატა საწყალს ჭაღარა! დაემშვიდობა მზემ ცრემლის სეტყვით სად არის ვარდი დღეს ვერც მე გეტყვით! |