გაპატიე, მოგიდუღებ ჭიქა ყავას. (რამდენ ხალხში აგარჩიე) არ ვაპირებ შენთან დავას. გამიღიმე, გაგიღიმებ. ჩამოგაწმენდ გაბრაზებას. დამიჭირე თუ შეამჩნევ, რომ ნაბიჯს ვდგამ წასაქცევად. არ მოვითხოვ სიყვარულებს, ერთადერთს გთხოვ ჩახუტებას, თორემ ისე წამოწვიმა, გული ყინვით გახურდება. შემოგხედავ, შემომხედე, გამოგიწევ ქვედა ბაგეს. მერე მთვრალი და შეშლილი, გადავუწერ ლექსებს ღამეს. გამიღიმე, გაგიღიმებ. ჩამოგაწმენდ გაბრაზებას და დაგიჭერ თუ შევამჩნევ, რომ ნაბიჯს დგამ წასაქცევად. |