წვიმა როგორ მოვა - ცაა ცარიელი, დაბლა გამომშრალი გდია დედამიწა, მინდა მოვიშორო ხორცი – ბარიერი, მკერდზე სიგარეტით გული ამოვიწვა.
გარეთ ქუჩებია ისევ სისხლიანი, თუ არ გავუფრთხილდი ნერვებს – დამაწყდება, სულში ისევ ძველი დარდი მიღრიალებს, მჯერა, მხოლოდ შენი სუნთქვით დამარცხდება.
მოდი, გეხვეწები, ასე ბანალურად გთხოვ და - ამ სიტყვებზე ცოტა მეღიმება, თორემ ამ ცხოვრებამ ისე გამანულა, ჩემი სიკვდილიც კი – გროში ეღირება.
მოდი, თორემ სისხლი დადის ვარაუდით, ჰაერს ვეღარ ვხედავ, ისე ჩაიხუთა, თუნდაც მერე კედლის მხარეს გადაბრუნდი, თუნდაც გამებუტე, მოდი, ჩამეხუტე. |