კოცნა გამოვგზავნე შენთან შესახვედრად, ცეცხლი მოეკიდა ბაგეებს... ვნებამ აიწყვიტა,თითქოს ცხენზე შეჯდა... ნისლი დაეფარა სახეებს... როგორც ღვარცოფი,უცბად მოვარდნილი ამ ლამაზ გრძნობას ჯებირს ვერ აუგებ, ფიქრით გალეშილი,სურვილით დაღლილი, ძალაუნებურად გულის კარს გაუღებ... შენი მონატრება გზაზე გაწოლილა მშიერი ძაღლივით პატრონს ელოდება, დრო ჩვენს შეხვედრას დარაჯად დასდგომია მაგრამ მანძილს არ სურს ჩემი შეცოდება...
მე ყველაფერი შენს თავს მახსენებს, შენი ხმა მესმის შორი სივრციდან, ბედისწერაა მგელივით რომ გვსდევს ნაბიჯების ხმა მარკვევს ფიქრიდან.. |