siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-12-25 - 10:14 PM    
არ ვიცი რატომ, მაგრამ მგონია,
რომ ხარ შორი და მიუწვდომელი,
რომ დაარღვიე ცის ჰარმონია,
რომ გააღვიძე ჩემში ცხოველი...
ათას თაობებს გადავეწნები,
რომ სხვებიც ვნახო შენისთანები,
გიყურებ, მაგრამ, რა ვქნა, ვერ ვძღები,
ამოგიკოცნე ცხრაჯერ თვალები...
კიდევ ათას წელს დაგელოდები,
მოვალ ქარიშხლად, მოვალ წვიმებად...
ნეტავი ახლა სად იმყოფები,
ვის მკერდზე გძინავს ან გეღვიძება...
როცა მეგონა, მორჩა, დამთავრდა,
რომ აღარავინ შემიყვარდება,
და ჰორიზონტზეც მართლაც არ ჩანდა,
არც მზე, არც მთვარე, არც სხვა პლანეტა...
მოხველ და გულში შემოანათე,
აი, აქა ვარ, ჩუმად მითხარი;
როგორ გავექცე ამ წყეულ ხლართებს,
მწვავს ეგ ტუჩები ნაღვერდლისანი
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<