ერთ დღეს ჩემი სიდედრი ჩვენს ბინაში
გადმობარგდა, ისეც ბევრი კამერა მაქვს სათვალთვალოდ ესღა მაკლდა. გამიღიმა,
გამეპრანჭა- მერე მოჰყვა თავის ქებას, სახე ისე დაემანჭა სარკეც
ERROR-ს ეუბნება. ერთ საიტზე შარვალს მირჩევს მეორეზე – ჰალსტუხს,
პერანგს... რა დრო დადგა ქორწილის დღე ჩემით ვეღარ დამიგეგმავს. დამიბლოკავს
სპორტის არხებს სერიალი თუ იწყება, მანამ "დე”-ს არ დავუძახებ უკან
აღარ იხედება. არ იკმარა რომ სულ ვიღწვი- ოჯახისთვის, და მდებს
შარებს, facebook-ის ფერმაშიც კი უგრაფიკოდ მამუშავებს. თავის
გვარზე მოინდომა გადავიდეს ჩვენი ბავშვი, ტვინი ისე ამირია ანტივირუსს
ვიდგამ თავში. იმ ნატვრის ხეს,-ცოლის შერთვის სურვილი რომ შევაბნიე, ყოველ
დილით ისე ვარხევ ფოთოლიც არ შევარჩინე. |