|
შენს დალალებს ბორკილებად დავიდებდი, გავიგებდი
შენი სიზმრის მხარეს, მოგაგნებდი, ირგვლივ ციხეს აგიგებდი და
დარაჯად მოგიჩენდი მთვარეს. ჩემს ტუჩებზე სურნელებას დავიფენდი, შენი
წვივის და მუხლების სითბოს და მუცელზე ამ თითებით დავირბენდი, გესმის?
_ გული როგორ ცემს და რითმობს. მერე ტალღებს, შენი მკერდის
გაზვირთებით, ჩემს სხეულზე გავიშლიდი ბადეს, სუნთქვას კოცნით
დახრჩობამდე აგივსებდი, ვეღარ მოვთვლი, დაგათრობდი რამდენს. საძილეთში
შენთან ხვევნით შევიდოდი, ცხელი ენით დაგითვლიდი მალებს, შენს
სისველეს ჩემს ცხელ ტანზე შევიშრობდი და სიცელქით აგინთებდი თვალებს, გავიგებდი
შენი სიზმრის მხარეს, მოგაგნებდი, ირგვლივ ციხეს აგიგებდი და
დარაჯად მოგიჩენდი მთვარეს. ჩემს ტუჩებზე სურნელებას დავიფენდი, შენი
წვივის და მუხლების სითბოს და მუცელზე ამ თითებით დავირბენდი, გესმის?
_ გული როგორ ცემს და რითმობს. მერე ტალღებს, შენი მკერდის
გაზვირთებით, ჩემს სხეულზე გავიშლიდი ბადეს, სუნთქვას კოცნით
დახრჩობამდე აგივსებდი, ვეღარ მოვთვლი, დაგათრობდი რამდენს. საძილეთში
შენთან ხვევნით შევიდოდი, ცხელი ენით დაგითვლიდი მალებს, შენს
სისველეს ჩემს ცხელ ტანზე შევიშრობდი და სიცელქით აგინთებდი თვალებს |