ეგ ფიალა
შემივსეთ და მომაწოდეთ! უნდა შევსვა, გული სევდით ავსილია... დავთვრები
და ჩემი სევდაც დაითვრება, დამავიწყდეს რაც ტკივილით განცდილია... ჩემს
ბოღმასაც დავახრჩობ და მოვისვენებ... თორემ გულში ყველაფერი აშლილია... თუნდაც
ბევრი ეცადო და გადახაზო, განა მართლა სამუდამოდ წაშლილია?.. ჩამოასხით,
უნდა შევსვა ლალისფერი, დავივიწყო, რომ სიგიჟეს მარტი ჰქვია... ცხოვრებაში
რაც კი რთულად მიგვაჩნია დავიჯერო, ის ყველაზე მარტივია?!.. |