ორი
ობოლი კოცნა სიკვდილ სიცოცხლის ზღვარზე, შენი თვალების ზეცა, ვით
სიარული ზღვაზე. უსასრულობის შემდგომ შეყრა ცხოვრების გზაზე, მოდი
ამავსე შენით მარადისობის კარზე. მართლაც ვერავინ ხედავს, მართლაც
ვერავინ ამჩნევს, როგორ ერთდება ორი უხილავ სიტყვით სვლაზე. მე შენ
თავს აღარ დავთმობ, აღარ დაგტოვებ მარტო დასრულდა ჟამთა სრბოლა დროა
მღერისა ქნარზე. რას ვიფიქრებდით მართლაც, ამდენ ტკივილის მერე, თუ
გაქრებოდა ბოლოს ორიათას წლის ღამე. ჩაგიკრავ გულში ჩემო და შენ
სიყვარულს დავლევ, მიყვარხარ უფრო ძლიერ ვიდრე ვინმეს და სადმე! |