მარტის ბაგეს ქალის სუნი ახლავს, აპრილს დარდი შეჰპარვია
თითქოს, მაისი კი, ვარდთ მოუთხრობს ამბავს, ივნისს, როგორ უსაჩუქრა
სითბო. ივლისის თვეს გათეთრდება ღამე, აგვისტოში ასიცხდება ვიდრე, სექტემბერი
მოგვიყვება რამეს, თუ ოქტომბრის ხვავ-ბარაქა ზიდე. ნოემბერი
ყვრიმალებში გასცრის, დეკემბერი ფიფქით ხატავს ამბავს, იანვარი
ქათქათა და მკაცრი, მოგვიყვება თოვლის ბებოს ზღაპარს. თებერვალი
წყალს ჩაგვიდგავს ხეში, ამღერდება ნაზამთრალი ქარი. სიგიჟის და
სიყვარულის თვეში, მარტს საოცრად ალამაზებს ქალი |