siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-11-23 - 11:08 PM    
ახლა შენ სულ სხვის მკლავებში გძინავს,

სულ სხვა გიკოცნის მძინარე თვალებს,

და წლებიც ისე სწრაფად მიფრინავს,

თითქოს გვახსენებს აღებულ ვალებს..

მაგრამ როდესაც ვიყავით ერთად –

ყველა წუხილი გვქონდა ერთობით,

ეს სიყვარული მიგვაჩნდა ღმერთად –

ახლა რომ მასზე ფიქრით ვერთობით..

როცა ვჩხუბობდით – გეძახდი თამარს...

გულს ვიჯერებდით ბავშურ დავებით,

მერე კი ღამეც იხსნიდა ქამარს

და კაბას რთავდა დიდ ვარსკვლავებით..

ახლა რომ ზამთრის სპექტაკლი დადგან,

ოქროს თევზებით მაჩუქონ ბადე,

მე მაინც მიყვარს ზაფხული რადგან –

ზაფხულის მზეში შენ დაიბადე..

გავყურებ სარკმელს:გარეთ ქარია...

ასე მღიმარი რადავარ ნეტავ...

იცი ძვირფასო,რა მიხარია?

დღეს შენ რომ ასე ბედნიერს გხედავ..

 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 4
სტუმარი: 4
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<