აღარ ვარ ისეთი, ადრე რომ ვიყავი… ქუდად რომ მიმაჩნდა ზეცა და ყოველი… დღეები მიდიან, მე შენგან მრიყავენ… და მაინც, იმედით, გაზაფხულს მოველი…
აღარ ვარ ისეთი, მე დღემდე ვეცადე… და მიწას ქალამნად, დღემუდამ ვიცვამდი… მე მაინც დავეცი, ოცდაათ ვერცხლამდე… ოცნება გავყიდე, დღემდე რომ მიცავდნენ…
წვიმიან ამინდში, მასველებს წვეთები… და თითქოს, ფესვებიც გავიდგი მიწამდე… სად გაქრა ის წლები, ვერაფრით ვერ ვხვდები… სად გაქრა ფიქრები, მაშინ რომ ვიწამე…
თვალებში ჩამდგარი, ცრემლი და დარდი ვარ… სადღაა ოცნება, სადღაა ხალისი… მე ახლაც ეულად, უშენოდ დავდივარ… ცხოვრება მიმათრევს, უჩემოდ, თავისით…
მეძახის ზამთარი და თეთრი ნისლები… ვერცხლებად ნაყიდი, იუდას დუმილი… მე სახეს მიმშვენებს, შავ-თეთრი ნიღბები… უღმერთოდ დარჩენილს, დარდი და წუხილი…
დღეები მიდიან… და შენგან მრიყავენ… მტკივა და, უშენოდ დავეცი მიწამდე… აღარ ვარ ისეთი, ადრე რომ ვიყავი…. და ახლა, ჩემს ღმერთად, ლოდინი ვიწამე… |