siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-11-23 - 11:00 PM    
იდგა ბიჭი გულზე ხელდადებული და გოგოს სიყვარულს უხსნიდა.
იდგა გოგო ჩუმად და ბიჭს უსმენდა.
იდგა ბიჭი და გაცვეთილ ფრაზებს გულწრფელად წარმოსთქვამდა.
იდგა გოგო და ბიჭის თვალებში გულწრფელობას ხედავდა.
იდგა ბიჭი და ცხოვრებაში თავის ადგილს ეძებდა.
იდგა გოგო და ეგონა სიყვარული იპოვა.

- იცი, პირველად რომ დაგინახეთ შენ და "ის”, რაღაც სასიამოვნო გრძნობამ მომიცვა, თითქოს ჭეშმარიტი სიყვარულის სცენას ვუყურებდი, რომელსაც ახლა იშვიათად თუ მოკრავ თვალს. შენ კი... "ის" მიატოვე და მე გამომეკიდე. შენს სიტყვებში პატიოსნება ისმოდა, შენს თავლებში გულწრფელობა იკითხებოდა და მეც ვიდექი ჩუმად და გისმენდი მეგონა სიყვარული ვიპოვე.

იდგა ბიჭი და უსიტყვოდ ისმენდა.
იდგა გოგო და იცოდა რომ მას ვერ შეცვლიდა.
იდგა ბიჭი და თავის მომავალზე ფიქრობდა.
იდგა გოგო და წარსულს იხსენებდა.
იდგა ბიჭი და სიყვარული სწყუროდა.
იდგა გოგო და სიყვარული სძულდა.

- რა გამახსნედა იცი, შენ და "ის” ერთად რომ იდექით. ისეთი სითბო და თავმდაბლობა დავინახე შენში, რომ მაშინვე შემძულდა "ის”, ჩემთვის სრულიად უცხო ადამიანი რომელიც ასეთ უცოდველს, ასე გაბოროტებული გეჩხუბებოდა. ვიფიქრე, რომ ის შენ არ გიმსახურება. შემდეგ კი შენ ის მიატოვე და მე გამომეკიდე. ჩემზე ბედნიერი არავინ მეგონა ამ ქვეყნად. ნეტავ სულ არ გამომეარა მაშინ იქ.

იდგა ბიჭი და ეგონა ბედნიერებას ეძებდა.
იდგა გოგო და სიყვარულის ეშინოდა.
იდგა ბიჭი და სჯეროდა სიყვარულს იპოვიდა.
იდგა გოგო და ბიჭის თავლებში ისევ გულწრფელობას ხედავდა.
იდგა ბიჭი და გოგოს უკან სხვას, უფრო ლამაზს ხედავდა.
იდგა გოგო და ხვდებოდა რომ ბიჭმა უბედურად აქცია.
იდგა ბიჭი და ეგონა ხალხს სიყვარულს ჩუქნიდა.
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<