იცი რომელ დღეს მოვკვდები ?! - ყველაზე ლამაზ დღეს,
მე არაფერი არ ვიცი, მე ვიტყვი მხოლოდ ერთს,
იმ ლამაზი დღის ნიავი სიკვდილს დაუქნევს ხელს,
სიკვდილი ჩემთან მოირბენს და გულს ჩამწყვიტავს მე . . .
ვიცი რომ ის დღე იქნება სიცოცხლით სავსე დღე,
ბევრი რაღაცით იხარებს, გული დასწყდება ბევრს,
მე ხომ სიცოცხლე წამართვეს, ხელი უნდობლად მკრეს,
დღეიდან მე ღმერთს ვეკუთვნი, ჩემს თავს მივანდობ ღმერთს.
უკანასკნელად ავხედავ ცაზე მომღიმარ მზეს,
გამიკვირდება - რად ნათობს მზე, როდესაც ვკვდები მე ?!
ალბათ სიკვდილი მირჩია განვლილ ბავშვობის წელს,
მე კი სიცოცხლე მწყურია, მე პატარა ვარ ჯერ . . .
დაკრძალვის დღეს კი იწვიმებს, აღარ იქნება…
|